სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა - პროკურატურა

11 აგვისტო 2020, 18:15 2486 ნახვა

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს ვიდეომასალა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან, ცურვის არცოდნის გამო კი ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ დროს თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება. შემდეგ კი სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ხელკეტის მსგავსი საგნით, ფეხით, ქვით და მუშტით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი