გასროლა თეთრ სახლთან - ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს

11 აგვისტო 2020, 09:12 1507 ნახვა

თეთრ სახლთან სროლის გამო, დონალდ ტრამპის ბრიფინგი დროებით შეწყდა. სროლის ხმა თეთრ სახლთან მაშინ  გაისმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი  ბრიფინგს  მართავდა. 

მომხდარის გამო  საიდუმლო სამსახურმა ტრამპს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია გააწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა,  პრესკონფერენციების ოთახი კი  რამდენიმე წუთით ჩაკეტეს. მოგვიანებით  დონალდ ტრამპი რეპორტიორებთან   დაბრუნდა და განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურმა უცნობ პირს ესროლა და დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი