გართულებული  ინფექციით  იაშვილის კლინიკაში აჭარიდან 7 ბავშვი  მკურნალობს

09 აგვისტო 2020, 18:05 1455 ნახვა

ნაწლავურ-ბაქტერიული ინფექციით თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ბათუმიდან გადაყვანილი 7 ბავშვი აგრძელებს მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რამ გამოიწვია მძიმე ფორმით ნაწლავური ინფექციის გართულება, ე.წ ჰუსის შემთხვევები _ ჯანდაცვის უწყებაში საერთო ინფექციის წყაროს გამორიცხავენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ და ინფიცირების პერიოდიც სხვადასხვაა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არ შეიძლება ვირუსის გამომწვევი მარტო წყალი იყოს. მისი თქმით, ნაწლავურ ინფექციას დაბინძურებულ წყალთან ერთად არასათანადოდ დამუშავებული საკვები და ჰიგიენური წესების დარღვევაც იწვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი