კითხვები მენეჯმენტს ჯერ გათავისუფლებულ და შემდეგ მაუწყებელში აღდგენილ სამ თანამშრომელზე

07 აგვისტო 2020, 15:02 1530 ნახვა

რატომ გაათავისუფლეს მაუწყებლიდან  ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე და რატომ აღარ დააბრუნეს იმავე პოზიციებზე, ამასთან რომელი ნორმით გასაჯაროვდა კონფლიქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები? ეს და სხვა კითხვები დაუსვეს მაუწყებლის ადმინისტრაციას მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თამარ წილოსანმა და გია  ქარცივაძემ.

მენეჯმენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას წინ საქმის ადმინისტრაციული მოკვლევა და ანალიზი უძღოდა და არანაირ აქციებსა და პროტესტს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონია. მაუწყებლის დირექტორის  გიორგი კოხრეიძის თქმით, მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა,  მრჩეველთა საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონდეთ.

დღევანდელ მრჩეველთა საბჭოს სხდომას ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ასევე ისაუბრა გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და იმაზე, რომ მას, როგორც ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს არ ეძლევა საშუალება მაუწყებლის შენობაში შეუფერხებლად შევიდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი