ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში

06 აგვისტო 2020, 15:09 1928 ნახვა

გარდაცვლილი თამარ  ბაჩალიაშვილის ოჯახს გიორგი გახარია გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს გააკეთა. მანამდე კი ოჯახს გენერალური პროკურორი ხვდება.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ქართულ გამოძიებას ისევ უნდობლობას უცხადებს, ამიტომ  შეხვედრის დაწყებამდე მედიისთცის ცნობილი გახდა, რომ  ისინი ირაკლი შოთაძეს გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას სთხოვდნენ.  თამარ ბაჩალიაშვილის დედამ დღეს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში