თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარადგინეს 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ

06 აგვისტო 2020, 11:27 2486 ნახვა

80 000 თვითდასაქმებული, რომლებმაც ერთჯერადი დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია სათანადოდ ვერ შეავსეს, მთავრობისგან  300 ლარს მიიღებენ. აღნიშნულის თაობაზე პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება.

"თვითდასაქმებულების დახმარების თვალსაზრისით ამ პერიოდის განმავლობაში  საქართველოს მთავრობას მომართა 250 000 მოქალაქემ თხოვნით, რომ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება მიეღო, რა თქმა უნდა ეს დახმარება მიიღო ყველა 170 000 მოქალაქემ, რომლებსაც სრულად ჰქონდათ  დოკუმენტაცია შევსებული და ის აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. დღეს ჩვენ სანამ გადავალთ დახმარების ახალ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები დაუკმაყოფილდეს ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით,  თანხა მათ სექტემბრის ბოლომდე დაერიცხებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი