ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა – მიმართვა აუდიტის სამსახურს

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3526 ნახვა
00:00
00:00

''საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო'' სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს შეისწავლოს ''ნაციონალური მოძრაობის'' აქციაზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია. ორგანიზაციის ინფორმაციით, 5 ოქტომბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვის ნიშნები დაფიქსირდა. განცხადებაში ნათქვამია რომ აქციაზე მყოფი ხალხის გარკვეული ნაწილი აცხადებდა, რომ იქ მისვლის მიზნით პარტიამ ფული წინასწარ გადაუხადა. განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობაში” გამოეხმაურნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი