დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე

07 ოქტომბერი 2016, 00:00 4142 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 238 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი