“გირჩმა” საარჩევნო სიის პირველი ათეული გამოაქვეყნა

01 აგვისტო 2020, 13:13 1868 ნახვა

პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” გამოაქვეყნა საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელიც მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას არ შეესაბამება და  შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ვერც არჩევნებზე დარეგისტრირდება. მიზეზი არის პარლამენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული კანონი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის.

“გირჩის” საარჩევნო სიის ათეულში კი მხოლოდ კაცები არიან. გირჩის” ინფორმაციით, მათ პარტიული სიის ფორმირებისთვის გამოიყენეს ხმის ონლაინ მიცემის სისტემა რომელშიც 5000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის გირჩი” პარლამენტის მიერ პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესებას ეწინააღმდეგება, მათ ეს წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი