ერთ კვირაში აჭარის მაუწყებელზე ცნობილი პროექტი „სახალხო კონტროლი“ დაიწყება, გადაღებები უკვე დაწყებულია, ჟურნალისტთა ჯგუფის ფოკუსში ახლადგახსნილი დენდროპარკის შესასვლელთან მდებარე კაფე მოექცა, რომელიც იქ ერთადერთი კვების ობიექტია და საექსპერტო შეფასებით, ექსპლუატაციისთვის უვარგისია.