ეკონომიკის ვარდნა საქსტატის ციფრებში

31 ივლისი 2020, 20:22 1521 ნახვა

ახლა საქსტატის ახალ მონაცემებს გაგაცნობთ, კვლევის თანახმად  ქვეყანაში კვლავ ეკონომიკური ვარდნაა, ამ პერიოდის შარშანდელ მონაცემთან შედარებით ეს მაჩვენებელი -7,7%-ია , თუმცა ისიც აღსანისნავია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე წინა თვეების მონაცემები. კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების შედეგად აპრილში ვარდნამ -16,6 პროცენტს მიაღწია, ანუ აქ საუბარია შარშანდელ მონაცემთან შედარებით, ასევე პრობლემატურია მთავრობის მიერ გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების ბალანსი თქვენს ეკრანებზე ხედავთ, რომ თუ წინა თვეებში ხარჯი ნაკლები ან თანაბარი იყო შემოსავლისა, ნელ-ნელა ტენდენცია ვარდნისკენ წავიდა და ახლა ხარჯი მეტია ვიდრე შემოსავალი, პრობლემები შეექმნათ დღგ-ს გადამხდელ კომპანიებსაც, რომლებიც კორონავირუსის მძვინვარების პერიდოში საგრძნობლად ვარდნას განიცდიდნენ, ახლა სიტუაცია შედარებით გამოსწორებისკენ წავიდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი