შემოსულობების ნაწილში აჭარის ბიუჯეტი 93%-ით შესრულდა - ეკონომიკის მინისტრი 

31 ივლისი 2020, 13:07 1263 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით ძირითადად ეკონომიკური საკითხებია გათვალისწინებული, მათ შორის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

საკითხის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად მნიშვნელოვანი ზიანი ბიუჯეტს არ მიყენებია, რადგან რესპუბლიკური ბიუჯეტი ძირითადად დამოკიდებულია შემოსავლებზე. მინისტრი ამბობს, რომ ამ კუთხით შესრულება 93%-ია. პირველ ორ კვარტალში ბიუჯეტში 136 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. 

''მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, რაც ახლდა პანდემიას, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის 93% შესრულება გვაქვს, რაც კარგი შედეგია. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ პირველი კვარტლის შემოსულობები გადაჭარბებით შესრულდა, რამაც საბოლოო ჯამში მეორე კვარტალი დააბალანსა. 

ყველა პროექტი და პროგრამა, რომელიც გათვალისწინებული იყო წლის დასაწყისში, აუცილებლად განხორციელდება. ​ეს იქნება სამინისტროებისა თუ მუნიციპალიტეტის მეირ დაგეგმილი არ აქვს მნიშვნელობა, თანხები იქნება მობილიზებული'' - განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კორექტირებულ ბიუჯეტზე მუშაობენ და მას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს წარუდგენენ. 

აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 350 094 700 ლარს შეადგენს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი