ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა. ბიძინა მურადაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მას ბრალი ყალბი საინჟინრო ტექნიკური დასკვნის მომზადებაში წარუდგინეს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით არ გაიზიარა და მას შემდეგ რაც ბრალდებული გირაოს თანხას გადაიხდის იზოლატორს დატოვებს.
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საბიუჯეტო თანხების დაუფლების ფაქტზე შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი და ექსპერტი დააკავეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სიყალბის ფაქტებზე კი ბრალდება წარუდგინეს ხელვაჩაურის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს.