აშშ-ის ელჩი სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა

30 ივლისი 2020, 18:34 1419 ნახვა

აშშ-ის ელჩი და თავდაცვის ატაშე საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ. ახლადდანიშნულმა სარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე. კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი