სამართალდამცავი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დაასახელა გენინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

27 ივლისი 2020, 17:58 1370 ნახვა

სამართალდამცველი, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა, გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი კატეგორიულად უარყოფს  ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის  შემდეგ, მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“. ლადო ბაჭულაშვილის თქმით, გამოძიება დაინტერესდა, რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა გარდაცვლილის ოჯახთან. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის თქმით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სხვა უწყებებმა გამოიძიონ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი