გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის პროცესს ყველა სრულწლოვანი ბრალდებული ესწრებოდა. მათ შორის გიორგი წაქაძე-პირველი ბრალდებულია, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ბრალი ნაწილობრივ აღიარა. თუმცა ეს აღიარება ეხება მხოლოდ აგარაკზე მომხდარ ჩხუბის ინციდენტს. დაკავებულების ნაწილი ისევ დუმს, ნაწილი კი ბრალის დადგენილებას არ იზიარებს.