რაში დაიხარჯა სარეზერვო ფონდი? - ოპოზიციის ბრალდება და ხელვაჩაურის მერიის არგუნტები

27 ივლისი 2020, 15:51 583 ნახვა

ერთიან  ნაციონალურ მოძრაობაში“   აცხადებენ, რომ  ხელვაჩაურის მერიას  პანდემიის დროს სარეზერვო ფონდით არ უსარგებლია. ბოლქვაძე ამ ინფორმაციას  უწყებიდან გამოთხოვილ  საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.  იგი  ირწმუნება,  რომ მერია თანხების დახარჯვას წინასაარჩევნოდ აპირებს და ამ გზით ამომრჩევლების მოსყიდვას გეგმავენ.

დეპუტატი ასევე საუბრობს სამივლინებო ხარჯებზე, საწვავზე და სახელფასო დანამატებზე, რაზეც  ბოლქვაძის თქმით, 2013 წლიდან დღემდე 17 მილიონი დახარჯეს. საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს მერის მოადგილემ უპასუხა. კახაბერ ფუტკარაძე ამბობს, რომ  სარეზერვო ფონდიდან რომელიც  397 ათასი ლარი იყო  284  ათასი   დახარჯულია.  მერის მოადგილე სამივლინებო ხარჯებთან და საწვავთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ  მიმდინარე წელს ორივე მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში