165 სტუდენტი გაემგზავრა დღეს გერმანიაში სპეციალური ჩარტერული რეისით. გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.
მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.