ზღვა და კორონავირუსი. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქობულეთის სანაპირო ზოლი, სადაც ტურისტებს მომსახურების მაღალ ხარისხს ვერ სთავაზობენ. უფრო კონკრეტულად საუბარია, იმ რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვას პანდემია გვავალდებულებს, მაგალითად შეზლონგების ხსნარით გაწმენდა. პლაჟზე მოუწესრიგებელ გასახდელსა და ტუალეტსაც შეხვდებით, სადაც ანტისეპტიკური სითხე არ არის.