სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიის შედეგად ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

24 ივლისი 2020, 18:22 13626 ნახვა

ბათუმში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოზარდებიც. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილები. ავარია აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში