არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება - შაქარაშვილის საქმე

24 ივლისი 2020, 18:18 1065 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა სრულწლოვანი ბრალდებულებისთვის კი ორშაბათს მოხდება, რის შემდეგაც, წინასასამართლო სხდომა აგვისტოს ბოლოს ჩაინიშნება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქმეზე ბრალდების მხარე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვდა.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი