უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარზე გაიტესტა და შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა - სამინისტრო "რადისონში" დადასტურებულ შემთხვევაზე

24 ივლისი 2020, 10:34 1383 ნახვა

აჭარაში გამოვლენილ COVID-19-ის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმის "რადისონში" მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეს დაუფიქსირდა,  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საქმიანი ვიზიტით მყოფი პირი საზღვარზე შემოსვლის მომენტში გაიტესტა და შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა, რის შემდეგაც იგი დაბინავდა სასტუმროში. კორონავირუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მხოლოდ სამი დღის შემდეგ, გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდა. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქმიანი ვიზიტით მყოფი პირები წინასწარ გადიან სპეციალურ ელექტრონულ რეგისტრაციას,  საზღვარზე უტარდებათ  პისიარ ტესტი, შემდეგ ყოველ 72 საათში გადიან გეგმიური ტესტირებას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი