თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის ვერსია არ დასტურდება

23 ივლისი 2020, 22:07 1956 ნახვა

აჭარის მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია Spry flash-ში 21 თებერვლამდე მუშაობდა.

"ჩვენი კომპანია არის მცირე ციფრლი ტექნოლოგიების კომპანია. ჩვენი სპეციალიზაციაა კომპანიებისთვის ვებგვერდების შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფა. ბაჩალიაშვილი იყო ჩვენი ქვეკონტრაქტორი, რომელიც გვეხმარებოდა კომპანიებში სტატისტიკის და ანალიტიკის მონაცემების დამუშავების პროგრამის შექმნაში.

ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებში, სადაც ბაჩალიაშვილი ნახსენებია, როგორც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, რასაც ჩვენ ვერ დავადასტურებთ.

ის მუშაობდა ჩვენთვის, მხოლოდ პროგრამების უმცროს დეველოპერად. ჩვენი თანამშრომლობა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 21 თებერვლამდე გაგრძელდა.

ჩვენ ეს ქალბატონი პირადად არასდროს გვინახავს და მხოლოდ ციფრულ ფორმატში ვთანამშრომლობდით. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ ბაჩალიაშვილთან კონტაქტი აღარ გვქონია." – წერია კომპანიის მიერ, სპეციალურად აჭარის მაუწყებლისთვის გამოგზავნილ შეტყობინებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი