დასაბუთების შემთხვევაში, ბიზნესს ვალდებულებები შეიძლება გადაუვადონ ან აპატიონ - თურნავა

23 ივლისი 2020, 12:25 1542 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თუ ბიზნესი დაასაბუთებს, რომ ვალდებულებების შესრულებაში პრობლემები საგანგებო მდგომარეობის გამო შეექმნა, სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება მიიღოს ვალდებულებების პატიების, გადავადების ან მოდიფიცირების გადაწყვეტილება. აღნიშნულს ქონების მართვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა.

"ცვლილებები სხვადასხვა ბიზნესსსუბიქტს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მიმართონ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის დროს, საგანგებო სიტუაციის გამო, მათ პრობლემები და შეფერხებები შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან მიმართებით ვალდებულებების შესრულებაში. ეს ეხება იჯარას, პრივატიზაციას, მართვის კონტრაქტებს.

თუ პირი დაასაბუთებს, რომ მას შეფერხებები ვალდებულებების შესრულებაში შეექმნა სწორედ საგანგებო სიტუაციის გამო, ქონების მართვის სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება, ამ დასაბუთების კვალობაზე მიიღოს პატიების, გადავადების ან მოდიფიცირების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც შეამსუბუქებს ბიზნესის ვალდებულებებს და მისცემს საშუალებას ის რთული ვითარება, რომელიც ყველას დაუდგა, გარკვეულწილად შემსუბუქდეს.

კანონი მოქმედებაშია და მივმართავ ბიზნესს, ვისაც პრობლემა შეექმნა, მიმართონ სააგენტოს და ისარგებლონ ამ შეღავათით"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი