30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს

22 ივლისი 2020, 16:09 1774 ნახვა

ქუთაისში 30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 45 წლის ქალი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე პატიმრობას არ ეწინააღმდეგება. ადვოკატის თქმით, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ამ ეტაპზე სასამართლოსთან რამე სახის შუამდგომლობა არ დაუყენებია.

დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ესმა ნორაკია ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და არ გამორიცხავს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა გახდეს საჭირო.

პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი