კორონავირუსის პანდემიამ, ბიზნესი გაკოტრების პირას მიიყვანა. ხელისუფლების მხრიდან შეღავათების მიუხედავად, შემცირებული შემოსავლები ვერ დააბალანსა და რიგი ობიექტების მეპატრონეებს თანამშრომელთა ნაწილის სახლში გაშვება მოუწიათ.
პანდემიის შედეგები კარგად ატყვია ბიზნესს აჭარაში, შიდა ტურიზმზე გაკეთებული აქცენტის მიუხედავად, სანაპიროსთან განთავსებულ ჯიხურებში, მყიდველის სიმცირეს უჩივიან. თან ისე, რომ არ იციან, როგორ გადაიხადონ ქირა. მყიდველის სიმცირეა ტანსაცმლისა და სასურსათო ბაზრებზე. რამდენიმე თვეა უფუნქციოდაა, სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამხდელი, სათამაშო ბიზნესი.