გარდაბანი არ ჩაიკეტება

21 ივლისი 2020, 18:18 325 ნახვა

საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო, თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დილიდან მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძემ დღეს მოსახლეობას მოუწოდა არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ19 დაამარცხა. ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს. დაავადებათა ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში