ფოტოგრაფებს რამდენიმე პროექტი შევთავაზეთ, პროცესში გიდებიც ჩაერთვებიან - ქვრივიშვილი

21 ივლისი 2020, 14:49 1279 ნახვა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ ფოტოგრაფებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ სამ პროექტში ჩართვა შესთავაზეს და თანამშრომლობაზე მზაობის დაპირებაც მიიღეს.

პროექტები ფოტობანკის განახლებას ისახავს მიზნად.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროცესებში ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიებიც.

''გუშინ შევხვდით საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფებს. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში გავაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მათი ჩართულობა მოხდება. ისინი COVID-19-ის გამო დაზარალებულთა რიგებში არიან. ეს ეხება პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა განაახლებს ფოტობანკს, რომელიც ძალიან საჭიროა. დიდი ხანია სახელმწიფოს მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია.

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. უკუკავშირი იყო პოზიტიური. შევთანხმდით, რომ სამი პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ. მსგავსი პროექტები დაგვეხმარება ტურიზმის ინდუსტრიაში ღირებული პროდუქცია შევქმნათ, ასევე დავეხმაროთ ისეთ პროფესიებს რომლებიც კორონავირუსის გამო დაზარალდნენ'' - განაცხადა ქვრივიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი