ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე პროცესი გრძელდება. ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი, საქალაქო სასამართლომ სექტემბერში დისკრიმინაციულად მიიჩნია. გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.მერია სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვს. ფონდი კი თავის მხრივ ითხოვს სასამართლომ მერიას მშენებლობის ნებართვის დაკმაყოფილება დაავალოს.