აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 598 ტესტის პასუხი covid-19-ზე უარყოფითია.
21 ივნისის მონაცემებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 9 პაციენტი.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.