ხის ნაფოტები, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები - ამ სურათს, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ფიჭვნარის პლაჟზე ნახავთ.
სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ,რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი გაწმენდილია, დარჩენილი კი 2 დღეში მოწესრიგდება. დანაგვიანებული სანაპიროს გამო, ტურისტების ნაწილმა სასტუმროები დაცალეს და სხვაგან წავიდნენ.