"ემპათიას" ხელმძღვანელი: გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში 4 დღე არ ყოფილა

20 ივლისი 2020, 13:57 1647 ნახვა

დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში 4 დღე არ იყო. ცენტრ ,,ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ექსპერტიზის მიმდინარეობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მხოლოდ საჯაროდ გამოქვეყნებული დასკვნის ოქმს ეყრდნობა. 

ექსპერტისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ე.წ. გვამური გაშეშებაა. მისი აზრით, შესაძლოა, ცხედარი წყალში რამდენიმე საათი იყო და არა რამდენიმე დღე.

გიორგი შაქარაშვილის ზუსტი გარდაცვალების დრო არ წერია ექსპერტიზის პირველ დასკვნაში - სავარაუდოდ, ამას კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დაადგენს.

''ჩვენ შევისწავლეთ მხოლოდ ის რაც არის საჯარო დასკვნა და ასევე ფოტოსურათები. ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია და არ მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს შეკითხვები დასკვნის გარშემო. 

პირველი კითხვა ეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დროს.

საექსპერტო დასკვნა ამბობს, რომ 48 საათს იქეთ არის გარდაცვლილი შაქარაშვილი, მაგრამ არ განსაზღვრავს ზუსტად როდის... 48 საათს იქეთ არის ერთი კვირაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დასკვნის მიხედვით შესაძლებელი იყო გარდაცვალების დროის ზუსტად დადგენა. 
თუ ჩვენი ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ გარდაცვლილის სხეულზე არის მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჭღენთი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ 24 საათის განმავლობაში ეს ადამიანი იყო ცოცხალი. მაშინ გამოდის, რომ 19 ივლისს ვერ მოკვდებოდა. ვივარაუდოდ სიკვდილი დადგა ასფიქისით 20 ან 21 ივნისის პერიოდში.  

შემდეგ აქ არის საუბარი გვამურ გაშეშებაზე. იმავე დასკვნაში ურთიერთგამომრიცხავი ორი რამე წერია. ჯერ წერია რომ 22 ივნისს 3:05 წუთზე იქნა ამოყვანილი წყლიდან ცხედარი. ის არის ოქმი, სადაც ექსპერტი მონაწილეობს. ის აცხადებს, რომ გვამური გაშეშება არის ყველა კუნთში. შემდეგ არ არის მითითებული ექსპერტიზის დაწყების დრო, სადაც წერია, რომ გვამური გაშეშება მოხსნილია. ცოტა საეჭვოა, რომ გვამური გაშეშება მოხსნილი იყოს. 

ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა ამ დასკვნიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ ეს პროკურატურასაც უნდა აინტერესებდეს. ამიტომ დანიშნა კომპლექსური ექსპერტია'' - აცხადებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში