საქართველოში კორონავირუსით მეთექვსმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო.
''რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეთექვსმეტე პაციენტი დაგვეღუპა. არის მამაკაცი 70 წელს გადაცილებული. კლინიკას ვერ გეტყვით'' - უთხრა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.