ბათუმის ბულვარში ადაპტირებულმა პლაჟმა მუშაობა განაახლა. შშმ პირებისთვის ტივტივა ეტლით სარგებლობა უფასოა.
რესტორან "ძველი გემის" მიმდებარედ, ტივტივა ეტლებით სარგებლობა მსურველებს ყოველდღე 10:00-19:00 საათამდე შეეძლებათ. ბანაობა კი ზღვის ძლიერი დინებისა და ღელვის დროს იქნება აკრძალული.
"საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
სანაპირო ზოლი აღჭურვილია ტივტივა ეტლებით, ადაპტირებული ბილიკით, საშხაპე-გამოსაცვლელითა და მულტი – ფუნქციური საპირფარეშოთი"-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში