მადლობა ექიმებს, "ქართული ოცნების" გუნდს და ქართველ ხალხს - ბიძინა ივანიშვილი

20 ივლისი 2020, 11:19 1529 ნახვა

"ქართული ოცნება" რამდენიმე წუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. პრეზენტაციას ესწრება პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. სიტყვით გამოსვლა მან მადლობით დაიწყო.

"მინდა  დავიწყო მადლობით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ მწვანე ზონად მოიხსენიება.

ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები ,,ქართული ოცნების" ხელშია. მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ გუნდი,რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, შეუძლია ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა მომავალშიც. პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება.

საქართველომ მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება და ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების რიგებში.

ერთგულნი ვართ და ვრჩებით ევროატლანტიკური კურსის"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნება" დღეიდან საარჩევნო კამპანიას გახსნილად აცხადებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი