ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

20 ივლისი 2020, 10:26 1899 ნახვა

დაჭრილია ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაური ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის დაჭრას წინ უძღოდა სუფრასთან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი