ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს 

18 ივლისი 2020, 21:10 8417 ნახვა

ორსაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია 20 წლის მამაკაცი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან, სანაპიროზე თავდაპირველად სამი მოქალაქე ბანაობდა. მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ. მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს.

მაშველებმა ორი ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს, ერთი კი დაიღუპა. დაკარგულს მამაკაცს წყალში მყვინთავები ეძებდნენ, პროცესებში ჩართული იყო ასევე სამაშველო კატარღებიც.

ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი