გადადგა თუ გადააყენეს?

18 ივლისი 2020, 20:45 2629 ნახვა

მიმდინარე კვირას ბათუმის მერი წავიდა. შვებულებაში გასულმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ისე დატოვა, რომ ამომრჩევლისთვის ამ გადაწყვეტილების   ობიექტური მიზეზები არ განუმარტავს. თქვა, რომ ყველას „ინტერესების გათვალისწინებით“ გადადგა, მაგრამ ვის მოიაზრებდა „ყველაში“ ამაზე მედიასთან მას არ უსაუბრია. ლაშა კომახიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2017 წელს  პირველივე ტურში, ხმების 56 პროცენტი მიიღო.

მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ხმები კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის მოსვლის შემდეგ  დაიწყო და განსაკუთრებულად ბოლო თვეებში გააქტიურდა. ის რომ მერს თავმჯდომარესთან „დალაგებული“ ურთიერთობები არ ჰქონდა, სხვადასხვა დროს, მათ განწყობებში იკითხებოდა და ამაზე აქ არ ვისაუბრებ, რადგან რამდენიმე წამში რეპორტაჟიდან შეგახსენებთ, თუმცა მას თუ ამ თანამდებობაზე, არჩილ ჩიქოვანი ჩაანაცვლებდა, რომლის მეჯვარეც თორნიკე რიჟვაძეა, არავის უფიქრია. ყოველ შემთხვევაში მაშინ.

ამისთვის საჭირო გახდა, არამარტო მერის, არამედ მოქმედი ვიცე-მერის გადადგომაც. მოკლედ, ლაშა კომახიძე გამონაკლისი არ არის და ამაზე მიუთითებს სტატისტიკაც. ქვეყნის მასშტაბით, კომახიძე 12-ე არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. პრეცენდენტი კი,  აჭარაში ხულოს ყოფილი მერის, გოჩა მელაძის გადადგომით შეიქმნა, რომლის ბედის გაზიარებას კომახიძის შემდეგ, კიდევ ორ მერს უწინასწარმეტყველებენ.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში