მოჭიდავის ახალი ბრალდება მაღალჩინოსნებს

17 ივლისი 2020, 20:34 1128 ნახვა

ე.წ სპორტსმენების საქმეზე, ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მოიპოვეს მტკიცებულებები. დაკითხვის დროს ბრალდებულმა რევაზ წულუკიძემ ერთ-ერთ გამომძიებელს ჰკითხა, თუ რომელი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ 27 აპრილს განყოფილებაში მისი და ელდარ ანთაძის მოსანახულებლად. რაზეც გამომძიებელმა უპასუხა რომ არ ახსოვს. ბრალდებულ რეზო წულუკიძეს მე-7 განყოფილებაში მაღალჩინოსნების სტუმრობის შესახებ სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამასა და აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილზე დასკვნით სიტყვაში ვრცლად ისაუბრებს. ბრალდებულის შეკითხვის შინაარსზე, განმარტება გააკეთა რეზო წულუკიძის ძმამ. ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი მცდელობა იყო მაღალჩინოსნებისგან ბრალდებულებისა და მისი მეგობრების გულის მოსაგებად. ის არც უარყოფს და არც ადასტურებს რომ ისინი ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ. დაცვის მხარე არასრულყოფილ მტკიცებულებებზე საუბრობს და დარწმუნებულები არიან რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართელებელი განაჩენი დგება. თავად ბრალდებულები კი მათ დაკავებას იმ უარს უკავშირებენ, რომელიც მაღალჩინოსნებს არჩევნებში დახმარებაზე უთხრეს. შესავალ სიტყვაში პროკურორმა იმ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე ისაუბრა, რის საფუძველზეც დააკავეს 27 აპრილს ანთაძე, წულუკიძე და კონცელიძე. მათ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი