11 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. განცხადება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.
იმის მიუხედავად, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხი უცნობია, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ შეხვედრა მალე ჩაინიშნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მხარეები იმსჯელებენ, იქნება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი.