სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან. ზოგადი რეკომენდაციები იგივეა საბავშვო ბაღებშიც.