საარჩევნო მოდელის შესახებ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობაშიც აისახება. წელს ჩასატარებელ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მოსახლეობა 18 პროპორციულ და სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. საკითხს დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც ის სესიაზე გავა. მას კენჭს მხოლოდ ერთი მოსმენით უყრიან.