ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილობრივთა განმარტებით, ლიფტში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ლიფტი მე-7 სართულიდან გვიან ღამით ჩავარდა. მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ კორპუსში ლიფტები მწყობრიდან ხშირად გამოდის.
აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.