ბათუმსა და თბილისში დააკავეს მოქალაქეები, რომლებმაც კაზინოს მომხმარებელთა პლასტიკური ბარათებიდან თანხები მიითვისეს 

15 ივლისი 2020, 10:53 2470 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში 5 ადამიანი დააკავეს. ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს.

უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ სხვა ბრალდებულები ეხმარებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 72 000 ლარი შეადგინა.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი