კოვიდ 19-ის პანდემიით დაზარალებული ყველა სფერო, პრობლემების მიღმა არც, ტურისტული სააგენტოები დარჩენილან. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე. შარშან, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შემთხვევაში, ტურისტების რაოდენობა 200-250%-ით აჭარბებს მოსახლეობის რაოდენობას, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს, რადგან შიდა ტურიზმზე გაკეთებული აქცენტის მიუხედავად, სტაბილურობისთვის მთავარი მაინც, აღგენილი რეგულარული ფრენები და ბევრ ქვეყანასთან გახსნილი საზღვარი იქნება.