საპიკნიკე ზონის მოწყობა იგეგმება ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში დაისვენონ.
ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე იქნება ჰამაკები, საქანელები და ფანჩატურები. მცირე მოსასვენებელი ზონა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც მოეწყობა.