მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილზე იძალადეს, შემდეგაც კი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი წევრების თქმით, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.
"ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო. ეს გახლავთ ''ტოიოტა ქამრიში'' მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი.
ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა - ყველა მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კარგად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ჩვენ კვლავ ჩამოვყალიბდებით, რა პოზიცია გვექნება. ახლა კი ჩვენი პოზიციაა ექვსივე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით'' - თქვა ბრიფინგზე მირიან ნიკოლაძემ.