ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს ქმნის

09 ივლისი 2020, 18:12 1352 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს და მთავრობების რეაგირებებს გამოიძიებს. 

„ეს არ იქნება ანგარიში, რომელშიც უბრალოდ პუნქტებს მოვნიშნავთ და შემდეგ მას თაროზე შემოვდებთ დასამტვერად. ამ გამოძიებას სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიუსის ინფორმაციით, კომიტეტს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი