ერთადერთი სპეცუბანი ბათუმში

04 ოქტომბერი 2016, 00:00 3924 ნახვა

პოლიტიკური სუბიექტებისთვის სპეც უბნები ყოველთვის მანიპულაციის თემა იყო. მიაჩნიათ, რომ ამ უბნებზე, თუნდაც ხმების გაყალბება შედარებით მარტივია. ამ არჩევნებისთვის სპეც უბნების რაოდენობა შემცირდა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ერთადერთი უბანი ბათუმში ციხე იქნება. სამხედროები კი ხმას იმ ოლქებში მისცემენ, სადაც მათი დანაყოფებია დისლოცირებული. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი სულ 11 უბანი იმუშავებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში