გომარდული, ბოლო რამდენიმე წელია ინვესტიციებისთვის მიმზიდველ კურორტად იქცა. მართალია ძირითად გათვლას, უცხოელ ვიზიტორებზე აკეთებენ, თუმცა, პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრების ფონზე, ახლა, ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლდებიან. გარდა ზაფხულისა, კურორტს ზამთრის სპორტის მოყვარულები აქტიურად თოვლიანი ზამთრის სეზონზე სტუმრობენ. გომარდულში ასულებს, რამდენიმე კოტეჯი და რესტორანი მოგემსახურებათ.